მოგესალმებით მეგობრებო , ამ ბლოგის შექმნა გადავწყვიტე იქედან გამომდინარე , რომ ხალხს გავაცნო ჩემი სწორი კვების რაციონი და დავეხმარო ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში მარტივად და სწრაფად.
ყველასათვის სიტყვა დიეტა ასოცირდება ჯოჯოხეთურ დღეებთან , როდესაც დეპრესიაში ვარდები და ვერაფერს ჭამ. საჭმელი და უფრო მეტად ე.წ. სასუსნავები ყველასათვის საყვარელი რამაა, ალბათ დამეთანხმებით, მაგრამ თუ სწორად მივიღებთ საკვებს და მათ შორის სასუსნავებსაც , ზედმეტი კალორიები ვერაფერს გვავნებს.
პირველ რიგში , ჩვენს თავში უნდა აღმოვაჩინოთ ის ძალა , რომელიც დაგვაწყებინებს სწორად კვებას და დაგვარწმუნებს იმაში , რომ მალე დავსუსტდებით და მოვიშორებთ ზედმეტ კალორიებს.
პირადად ჩემთვის ეს ფაქტი , რომ ოდესღაც მითუმეტეს 3 თვეში დავიკლებდი 20 კილოგრამს იყო დაუჯერებელი და უდაოდ დამთრგუნველი, მაგრამ დიდი ვაების შემდეგ დავიკელი და თქვენც გირჩევთ , რომ დარწმუნდეთ თქვენს შესაძლებლობებში.
ჩვენს თავში ამ უხილავი ძალის აღმოჩენის შემდეგ უნდა მივმართოთ ცოტა მარტივ გზას იმის დასადგენად თუ რა სახის მსუქანი ვართ და რამდენი კილოგრამის დაკლება გვესაჭიროება.
თუ გაინტერესებთ , სხვა დანარჩენი დააკომენტარეთ . თუ ამ პოსტს ბევრი კომენტარი ექნება ხვალ შემოგთავაზებთ მრავალ საინტერესო პოსტს და რა თქმა უნდა გაგრძელებას. აბა ვნახოთ…